Tuesday, November 8, 2011

პროექტის სახელწოდება.


კახეთი
პროექტის მთავარი იდეა თემა 1–2 წინადადებით.
მოიძიებენ იმფორმაციას კახეთის ფართობის მდებარეობის, ოროგრაფიული ერთეულების ბუნებრივი რესურსების , ადმინისტრაციული ცენტრებისა და მთავარი ქალაქების შესახებ.

პროექტის აქტუალობა
პროექტი  აქტუალურია იმიტომ რომ ბავშვებს გამოუმუშავდეს თავიანთი ქვეყნის და  თითოეული კუთხის სიყვარული.

პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია  მოსწავლეები ფლობდნენ სრულ იმფორმაციას  კახეთის შესახებ, გამოუმუშავდეთ  იმფორმაციის მოძიების გაანალიზებისა  და ინტერპრეტაციის უნარი, დაკვირვებისა და  არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

მონაწილეთა ასაკი
მოსწავლეთა ასაკი 13–14 წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა
ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას.
დამატებითი ცოდნის მიღება კონკრეტული კუთხის  შესახებ, მარტივი ტოპოგრაფიული რუკების შედგენა, ნანახისა და  განცდილის გადმოტანა ცხრილის ან დიაგრამის სახით,მარტივი ტურისტული გზამკვლევის შედგენა.
მოსწავლეები მოიტანენ სურათებს, დიაგრამას მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, მოპოვებულ ინფორმაციებს განვათავსებთ ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები.
სახემძღვანელო,  საქართველოს რუკა, ატლასი,კახეთის კონტურული რუკა,  მოძიებული მასალა ინტერნეტიდან.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები).
თემის შერჩევის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ აქტუალური შეკითხვები.
მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება  სხვადასხვა  საკითხზე, კახეთის მდებარეობა,  რელიეფის ფორმები, ბუნებრივი რესურსები,  სტატისტიკური მონაცემები  მოსახლეობაზე.
ავირჩევთ ჯგუფის ლიდერებს  მოხდება  გეგმის შედგენა,გამოვიყენებთ საქართველოს გეოგრაფიის სახემძღვანელოს,  საქართველოს რეგიონების სახელმძღვანელოს,  საქართველოს რუკას, თითოეული ჯგუფის ლიდერი მოახდენს პრეზენტაციას.შეფასება მოხდება  ჩართულობისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის გათვალისწინებით.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
მათემატიკა–ცხრილები,  დიაგრამები,სტატისტიკური მასალა
ისტ–ხდება მასალების მოძიება ინტერნეტით და ბლოგზე განთავსება.
პროექტის   ხემძღვანელი (მასწავლებელი).
ნინო გელბახიანი


ხელმძღვანელის ელ ფოსტა.ninogelbaxiani@gmail.com






პროექტის ვებ–გვერდი./ბლოგი.